суббота, 19 декабря 2015 г.

მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობა

https://www.facebook.com/media/set/?set=a.1088218167889611.1073742263.415664175145017&type=3


ახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობა

18 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შემეცნებით თამაშობათა სტუდიის (ხელმძღ. ციალა საღარაძე) ორგანიზებით, გაიმართა მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის სარაიონო ტური - ქალაქის საჯარო სკოლების ნახევარფინალში გამარჯვებული- 99-ე და 207-ე საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით. გუნდები ერთმანეთს ერუდიციასა და საზრიანობაში, სისწრაფეში, შემოქმედებით შესაძლებლობებში შეეჯიბრნენ; დაძაბულ და სამართლიან ორთაბრძოლაში 207-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. ასპარეზობის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გოგი თოდაძის თავმჯდომარეობით.



Комментариев нет:

Отправить комментарий