შინაგანაწესი

მუხლი 28.  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე:
1.მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
2.დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
3.მოსწავლისათვის აკრძალულია  ე.წ. ბრიჯების,  მოკლე შარვლის და ქვედაბოლოების ტარება. ზედა სამოსი უნდა ფარავდეს მხრებს და იყოს არანაკლებ წელს ქვემოთ.
4.მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.
5.მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და მაკიაჟით.
6.ვაჟები სკოლაში უნდა გამოცხადდნენ  ზომიერად შეჭრილი თმებით და გაპარსული წვერით. გოგონებს ეკრძალებათ გაშლილი თმით სიარული.
7.სკოლის შენობაში აკრძალულია ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება;
8.მოსწავლე რომელიც დაარღვევს ამ მუხლის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დარღვევის მოწესრიგებამდე,  არ დაიშვება სკოლაში და გაცდენილი საათები ჩაეთვლება არასაპატიოდ.

მუხლი 29. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის წარმოება
1.  მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:
1.1. სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
1.2. დაგვიანება;
1.3. გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
1.4. გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
1.5. მასწავლებლის, მოსწავლის ან  სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;
1.6. სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;
1.7.მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
1.8. მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 28–ე მუხლის დარღვევა.
1.9. მოსწავლეზე/მასწავლებელზე  ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა;
1.10.არასაპატიო მიზეზით აკადემიური ჩამორჩენილობა და   დავალების სისტემატურად შეუსრულებლობა
1.11. მოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა.  თამბაქოს ნაწარმი; 
ბ. სანთებელა ან ასანთი;
გ. ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
დ.  ალკოჰოლური საშუალებები;
ე. ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ.  ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;
ზ. აზარტული თამაშის საშუალებები;
თ. უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი. ნარკოტიკული საშუალებები;
კ. ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;
              ლ. ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
2.მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:
) სიტყვიერი შენიშვნა;
) წერილობითი გაფრთხილება
გ) საყვედური;
დ) სასტიკი საყვედური
) გაკვეთილიდან გაძევება;
) სკოლიდან დროებით დათხოვნა;
) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
) საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით;
მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა;
1.       დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
4.  დისციპლინური სახდელის სახით სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენება:
) დაგვიანების ერთი ფაქტისათვის;
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების  პირველი შემთხვევისთვის;
გ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
დ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 28–ე მუხლის დარღვევა.
5. დისციპლინური სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება:
) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების განმეორების  შემთხვევაში;
) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში.
გ) სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
დ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
6. დისციპლინური სახდელის სახით  საყვედური გამოიყენება:
) წერილობითი გაფრთხილების   შემდეგ მოსწავლის მიერ იგივე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;
) ხუთზე მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში;
სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების განმეორებითი შემთხვევაში;
დ)მასწავლებლის, მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;
ე) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;
7. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:
) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;
სისტემატიური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;
უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების სამი და მეტი შემთხვევა.
8.დისციპლინური სახდელის სახით  გაკვეთილიდან გაძევება გამოიყენება;
ა) მოსწავლეზე/მასწავლებელზე  ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;
ბ) მოსწავლის ან მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფის განმეორებით შემთხვევაში;
9.დისციპლინური სახდელის სახით  სკოლიდან დროებით დათხოვნა  გამოიყენება;
) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 29–ე მუხლის  1.11. პუნქტის ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,კ“, ,,ლ“ ქვეპუნქტების  დარღვევა.
10.დისციპლინური სახდელის სახით  სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება გამოიყენება:
ა) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 29–ე მუხლის  პუნქტი 5 ,,დ“, პუნქტი 6 ,,ე“ და პუნქტი 7 ,,გ“ დარღვევის შემთხვევაში.
11.დისციპლინური სახდელის სახით საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით გამოიყენება:
ა) არასაპატიო მიზეზით აკადემიური ჩამორჩენილობისა და   დავალების სისტემატურად შეუსრულებლობის შემთხვევაში.

12.დისციპლინური სახდელის სახით  სკოლიდან გარიცხვა გამოიყენება:
ა) განსაკუთრებულ შემთხვევებში საჯარო სკოლის წესდების, მოსწავლის ქცევის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესის მრავალჯერადი დარღვევის შემთხვევებში.

მუხლი 30.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

1.მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, სამეურვო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, სკოლის მანდატურს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
) დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსწავლის სახელი და გვარი, ასაკი, კლასი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
) წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,და ,,ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს;
) წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს დირექტორთან შეთანხმებით. აღნიშნული სახდელის განხორციელებისას მასწავლებელი/დირექტორი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს მშობელ;
) წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე–2  პუნქტის ,,“, ,,,,,,  ,,(5 დღემდე სკოლიდან დათხოვნა) და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს. წინამდებარე შინაგანაწესის  29-ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,“ (5-10 დღემდე სკოლიდან დათხოვნა), ,,და ,,ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მოსწავლეს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ;
ვ) დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
) დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებისაგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
) დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.
) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები;
2.მასწავლებლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შემთხვევაში მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე  დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს .  მოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. დირექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს. მესამეჯერ დაშვებული გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს, უხსნის გადაცდომის არსს და სთხოვს გამოყენებულ იქნას სხვა დისციპლინური ზომა.
3.მოსწავლეს სასარგებლო საქმიანობა შეიძლება დაეკისროს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას დირექტორის მიერ ერთპიროვნულად ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის ბრძანებით. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვისდღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვისდღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
4.გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში.
მუხლი 31. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები:
1.    მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას:
) თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;
)ამ მუხლის ,,პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც.
2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, სამეურვო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოსსაგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებელს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით  (წარდგინებით);
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში;
4. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.


Комментариев нет:

Отправить комментарий